ირაკლი კირცხალია: არ აქვს მნიშვნელობა რამხელა აქციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, როგორც ყველა კანონის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით და მაქსიმალური სიმკაცრით აგებენ პასუხს

არ აქვს მნიშვნელობა რამხელა აქციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, როგორც ყველა კანონის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით და მაქსიმალური სიმკაცრით აგებენ პასუხს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატი საქართველოს პარლამენტთან ნიღბებიან აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა.
„ვხედავთ გათითოკაცებულ პარტაქტივს, რომელიც პირველ რიგში ქუჩაშივე ერთმანეთის ბულინგით და შეურაცხყოფით არის დაკავებული და შემდეგ ვხედავთ იმ შემცირებული ფულადი სახსრების შედეგს, რასაც ვხედავთ და იმკიან. თუ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა აქცია 10-კაციანი, 100-იანი თუ 200 კაციანი, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, როგორც ყველა კანონის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით და მაქიმალური სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - აღნიშნა კირცხალიამ.