ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „რა არის ევროპა?“ ჩატარდა

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი „რა არის ევროპა“, რომელსაც ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ასევე როგორ ჩამოყალიბდა ევროპის კავშირის ინსტიტუციები და როგორია ევროპის პოლიტიკური თუ კულტურული მრავალფეროვნება. გარდა ამისა, სემინარი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში, საერთო ევროპულ სივრცეში საქართველოს როლზე მსჯელობას დაეთმო.